მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
პრეზიდენტმა რომის პაპს, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747662626
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის...
1747662580
საზოგადოებაგენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა. სამინისტრო...
1747660288
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7406 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7415 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747659766
საზოგადოებაევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახე...
1747657994
საზოგადოებასპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. ინფორმაციას საქართველოს „პირველი არხი“ ავრცელებს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დ...