გივი მიქანაძე: იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა

იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა [კომისიაზე] და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როდესაც სხვებს არ ეუბნებიან უარს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ჩართვაზე, რატომ ეუბნებიან უარს გიორგი გახარიას.

„ძალიან განსხვავებულ სიტუაციაშია ბატონი გახარია მათგან, ვისაც ონლაინ ჩართვის შეთავაზება ჰქონდა და ამაში მონაწილეობა მიიღო. დღეს კომისიაზე ონლაინ ჩაერთო გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნიუ-იორკიდან. მას მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას გაეროში. დისტანციური კომპონენტიდან და მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ამიტომ შეეთავაზა. დანარჩენი ჩართვები იყო საპატიმრო დაწესებულებებიდან, სადაც ბრალდებულები ინფორმაციას აწვდიდნენ კომისიას და აქაც მგონი კითხვის ნიშნები არ არის. იყო ერთი შემთხვევა შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებით. ეს ადამიანი სამკურნალოდ იყო წასული, ამ პერიოდში მისგან მტკიცებულებების წარდგენა მნიშვნელოვანი იყო და სამკურნალო მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, რომ ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდა, მიეცა ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა.

ბატონი გახარიას შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არის, რომ რადგან ის პირადი გარემოების გამო არის მივლინებაში, არ გამოცხადდეს [კომისიაზე]. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ როდესაც კომისიაზე დაიბარეს, თქვა, რომ მივლინება გადადო ამის გამო. იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა [კომისიაზე] და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750693004

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს

„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...

ეკა სეფაშვილი

1750690354

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

1750685595

ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობი...

პოლიტიკოსი

1750684237

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7268 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი

1750683257

ახალი ამბები

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისია