ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ჯაფარიძე არ დასწრებია.
ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამასთან, დღეს გამოცხადდა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენიც. ხაზარაძესაც სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
1750693004
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...
1750690354
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...
1750688815
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა
იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა [კომისიაზე] და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა, - განაცხადა პარლამენტი...
1750684237
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7268 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750683257
ახალი ამბებიდროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...