„პფაიზერი“ ვახტანგურად - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი და მისი მეგობარი ბუსტერ დოზით აიცრნენ

„დღეს ფაიზერით ავიცერი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით. ვისარგებლე რა ბოროტად კოვიდთან ომის ფლაგმანთან, დავით გადელიასთან მეგობრობით, სწორედ იგია ჩემი მეწყვილე ამ აცრაში“.

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და პოეტი კობა ჭუმბურიძე ბუსტერ დოზით აიცრნენ.

„ვახტანგური“, ასე ასათაურებს პოეტი ფოტოს, რომელსაც თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს.

ვახტანგური
გადმოცემის თანახმად ამ ტრადიციას გორგასლის დროს დაედო სათავე, როცა ვახტანგმა გაქრისტიანებულ ხევისბერთან ერთად ამგვარად შესვა ღვინო.

შემდეგ იმას ვიტყვი, რომ ვიდრე ედუარდ ჯენერი ყვავილის აცრას დააპატენტებდა, ეს აცრა იოჰან გულდენშტადტმა აღწერა დაახლოებით 15 წლით ადრე სამეცნიერო ჟურნალში. მან ეს მეთოდი ჩაიწერა სამხრეთ საქართველოში, ადუაშვილებისა და ხარისჭირაშვილებისაგან.

ანუ, ვახტანგურიც ჩვენია და აცრაც.
ხოლო ამ ორი ძველი ტრადიციის შეჯვარებით მივიღებთ ვახტანგურად აცრას.

დედამიწა ძალიან დაპატარავდა და ხალხი ძალიან მოძრავი გახდა. შესაბამისად, მერმისაც შეიძლება მოხდეს კოვიდპანდემიის მსგავსი რამ და რაც მეტ გამოცდილებას დავაგროვებთ ახლა, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გადავლახავთ შემდგომს.

დღეს ფაიზერით ავიცერი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით. ვისარგებლე რა ბოროტად კოვიდთან ომის ფლაგმანთან, დავით გადელიასთან მეგობრობით, სწორედ იგია ჩემი მეწყვილე ამ აცრაში.

თუ რამდენიმე მოყოყმანეს ეს სახალისო ფოტო აცრას გადააწყვეტინებს, დათოც და მეც უბედნიერესი ხალხი ვიქნებით.

მეორე წელია დათო ფრონტის წინა ხაზზეა. წარმოდგენაც კი მზარავს, რას გაუძლო ამ ხნის განმავლობაში და წინ კიდევ რა ჯოჯოხეთი ელის.

კიდევ ერთხელ ვეფერები მედიცინის ყველა მუშაკს, ვინც ასეთი ამაგი დასდო ჩვენს თაობას, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად. ნეტავ თუ მოვესწრები იმას, როცა მათ ამ ღვაწლის მეათედი მაინც დაუფასდებათ.“ - დაწერა პოეტმა სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს

🔵 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750310750

ახალი ამბები

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები. ადგილზე იმყოფებოდნე...

დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა ინტენსიურად მიმდინარეობს

1750310214

მსოფლიო

ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო

ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის. ირანმა, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. ინფორმაციაზე ისრაელის თავდაცვის ძალები წერს. „ისრაელის რამდენიმე რეგიონში, ცოტა ხნის წინ, გან...

ისრაელში განგაშის ხმა ისმი

1750309460

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა - დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმ...

დროებითმა საგამოძიებო კომისია

1750276709

ახალი ამბები

ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ეს არის სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი და თვალსაჩინო იქნებოდა, რომ არა ამ შიდა მეხუთე კოლონის არსებობა - გია ვოლსკი

 არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად არაფერს, გარდა იმისა, რასაც ჰქვია ომის არდაშვება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1750274549

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება

 „ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველა საგამოძიებო ორგანოს პა...

არჩილ გორდულაძე