სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა
"სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა", - ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს ადგილობრივი მედია.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია სწორედ ის ვარიანტი, რომელიც დიდი რაოდენობით მუტაციებს შეიცავს.
მათივე ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი ქვეყანაში მალავიდან დაბრუნებულ პირს დაუდასტურდა.
სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე "დელტა"- აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
სწორედ ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა.
ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ წითელ სიაში შევიდა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს ისრაელში 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ამავე თემაზე:
🔲 საფრანგეთმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ფრენები 48 საათით შეაჩერა
1792394002
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას
„ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად...
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...































