პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტით (ორი არასრულწლოვანის მიმართ, იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787580985

სპორტი

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე (-66...

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთ

1787578810

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს შურისძიებისკენ მოუწოდა. ანანიძის შეფასებით, გვარამია წყალწაღე...

ცოტნე ანანიძე

1787578097

ახალი ამბები

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარ...

შემოსავლების სამსახური

1787576868

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6121  ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1787574108

ახალი ამბები

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყო...

თამარ ბაგრატიონი