საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს სანავიგაციო და ტექნიკური მონაცემებიც.
სააგენტო მოუწოდებს ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემის, საქართველოს არცერთ ნავსადგურში შემოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს MSW სისტემაში შესაბამისი ჩანაწერების არარსებობა.
გემის მოძრაობის მონაცემებით, SAVIR TIGER, რომლის სიგრძე 245.07 მეტრია, 16 აგვისტოს გამოვიდა თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან, 18 აგვისტოს გაიარა ბოსფორის სრუტე და მოძრაობა შავი ზღვის აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, დაახლოებით პიჩორის ტრავერსზე, გემის AIS სიგნალი შეწყდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა არც LRIT სისტემაში, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის ტრავერსზე დაფიქსირდა.
AIS-ის ან LRIT-ის სიგნალის დროებით არარსებობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება გემის რომელიმე ნავსადგურში შესვლის მტკიცებულება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არაერთხელ განუცხადებია. მსგავსი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით, პროფესიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.
უფრო მეტიც, გემის ზომის, მოძრაობის ტრაექტორიისა და დროითი მონაცემების ერთობლივი ანალიზი არ ადასტურებს მის აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შესვლას. სამსუნის რაიონიდან აფხაზეთის სანაპირომდე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო, პრაქტიკულად მოიცავს იმ დაახლოებით ერთდღიან პერიოდს, როდესაც გემის პოზიციის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, რეალისტური დრო პრაქტიკულად არ რჩება ნავსადგურში შესვლისთვის, მანევრირებისთვის, დგომისთვის, შესაძლო სატვირთო ოპერაციისთვის და შემდგომ უკან გამოსვლისთვის.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლს ფიზიკურად არ გააჩნია 245-მეტრიანი, მსგავსი ტიპისა და პარამეტრების გემის უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო და სანავმისადგომო ინფრასტრუქტურა.
შესაბამისად, „ფორმულას“ მიერ დაუდასტურებელი ვერსიის ფაქტად გავრცელებას ვაფასებთ როგორც დეზინფორმაციას. განსაკუთრებით სახიფათოა მსგავსი პრაქტიკა მაშინ, როდესაც საკითხი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საზღვაო ნაოსნობას. ასეთ თემებზე ჟურნალისტური ვარაუდის ფაქტად გასაღება არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს იგი კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787580985
სპორტისაქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე (-66...
1787578810
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს შურისძიებისკენ მოუწოდა. ანანიძის შეფასებით, გვარამია წყალწაღე...
1787578097
ახალი ამბებისაბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარ...
1787576868
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1787574108
ახალი ამბებისაქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა
SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყო...





























