პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...
1747844443
ახალი ამბებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სა...
1747839344
საზოგადოება26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერი...
1747838058
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც ბრიუსელის ბიუროკრატებს - ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება შეაფასა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისარმა ქართველი ხალხის მისამა...
1747838014
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდ...