„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე: გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით

„17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მოუწოდებს წერილის თითოეულ ხელმომწერს, „საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ“.

„17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით.

შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ.

გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.

18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაში მოცემული ერთ-ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება რადიკალი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, რომელსაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ და მის მიზნად ადგილობრივი არჩევნების წინ „პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას“ ასახელებენ. პირველ რიგში, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გეგმავდნენ/გეგმავენ. ხელმომწერ ჩინოვნიკებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოში სამი ათეული წლის წინ არის მიღებული და ის ევროპულ პრაქტიკას და სტანდარტებს სრულად შეესატყვისება. შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად მარტივი და გამჭვირვალეა.

კონკრეტული პოლიტიკოსები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რისთვისაც კანონმდებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულისთვის მათ 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ვინც გამოცხადდა, მას არც არავითარი სასჯელი შეფარდებია. მეტიც, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეიწყალებდა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რადიკალმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს სრული უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რასაც ევროპელი ჩინოვნიკები მდუმარე მხარდაჭერით შეხვდნენ“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752405279

სპორტი

ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება

თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბ...

ლაშა ტალახაძე

1752404257

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი

სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება არა დიალოგი, არამედ ულტიმატუმი იყო, - აცხადებს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. მისი თქმით, მოს...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

1752400230

საზოგადოება

ლევან კოჭლოშვილი: ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში - ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, - წერს...

ლევან კოჭლოშვილი

1752398410

მსოფლიო

თეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის წესებს განმარტავს

პარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, თეირანი გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გაა...

აბას არღჩი

1752397197

მსოფლიო

ტრამპმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს - CBS News

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას განიხილავს. აშშ-ში დიპლომატიური წყაროების ცნობით, ეს შეიძლება სულ მცირე რამდენიმე მილიარდი იყოს - ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“...

დონალდ ტრამპი