ლევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გიგი უგულავას Facebook-პოსტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. პირდაპირ ეთერებს უთმობდნენ ისეთ უვარგის ადამიანებს, რომლებიც ლანძღავდნენ პატრიარქს. ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ოპოზიციის მხრიდან ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა გრძელდება. სოციალურ ქსელში განხილვის საგანია გიგი უგულავას სტატუსი, რომელიც პატრიარქს შეურაცხყოფს.
1777544269
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და არ ვიტყვი, რა, როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია
მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...
1777544238
ახალი ამბებინინო წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურ...
1777542341
ახალი ამბებიზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
„რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ოპოზიციამ დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოყარ...
1777541633
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა მას, ასევე, დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით...
1777540081
ახალი ამბებიხობში, მდინარე ცივში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მათივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმ...































