საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი თურქეთის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს შეხვდა და მის ინიციატივას, სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი თურქეთის პირველ ლედის, ემინე ერდოღანს შეხვდა და მის ინიციატივას – „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ შეუერთდა.

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს თურქეთის პირველმა ლედიმ, ემინე ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივას, სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“ მოაწერა ხელი. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს აწერს 112 ქვეყნის 15 900 წარმომადგენელი. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნულ მნიშნელოვან პროექტს საქართველოც შეუერთდა.

შეხვედრის დასასრულს ემინე ერდოღანმა საქართელოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათალიერებინა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755094819

საზოგადოება

ვოლსკი: ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს, ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმ...

გიორგი ვოლსკი

1755094506

საზოგადოება

პაატა სალია: მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება

უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლის ფილიალები გაიხსნება გლდანში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, სერვისების ხელმისაწვდომობ...

პაატა სალია

1755093299

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს

„ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილ...

მიხეილ ყაველაშვილი

1755091803

მსოფლიო

თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“

თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და დიდი გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გა...

ზოგადი

1755090530

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6942 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი, ვალუტა