ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.
გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა.
ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.
შეხვედრა ცესკოში 31 ოქტომბერს გაიმართა.
1748953877
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა შვედეთის მთავრობის განცხადებაზე: ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, შვედეთის განცხადებები და ქმედებები საქართველოსთან მიმართებით „ეს არის ლუსტრირება თუ როგორები არ უნდა იყვნენ ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომა...
1748953654
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს
„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ე...
1748950779
ახალი ამბებიარაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში
„თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოგისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთ...
1748948975
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური
საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა დ...
1748947192
ახალი ამბებიპრემიერი: თბილისის მშრალი პორტი - რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების ზრდაში
ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი - რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...