ლევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

„ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას.
„ამაზე ბევრია სათქმელი - თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთი წელი, ან რამდენიმე თვე - იმისთვის, რომ ჩვენ პორტში მივიღოთ საუკეთესო მოცემულობა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსხვავებით, სამწუხაროდ, ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პროცესი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო და მას ბელგიური კომპანია „Jan De Nul” აწარმოებს. ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობით წელიწადში დამატებით, სულ მცირე, 600 ათასი კონტეინერის გადამუშავების შესაძლებლობა გაჩნდება. ამასთან, ნავსადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის შესაძლებლობები და პოტენციალი. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას უკვე 2029 წლიდან შეძლებს.
„ასე რომ, დათქმულ ვადებში ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...