ირაკლი ზარქუა: სამადაშვილმა არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და რის იმედად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? სალო, რა შეიცვალა?

„სალომე სამადაშვილმა არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და რის იმედად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? სალო, რა შეიცვალა?“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია უპრინციპო, უთავმოყვარეო და მრავალნაირი სტანდარტის მქონეა“.
„მათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გეუბნებოდით? 2020 წელს თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. მათ პრინციპი არ აქვთ, რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ ისე არ გაქრნენ, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს ხაზი გადაუსვან და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა.
სალომე სამადაშვილი ხელმოცარული დიპლომატია. ხომ იცით, რატომ ვეძახი? წლების განმავლობაში, ევროკავშირში ელჩი იყო და როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მორალს გვიკითხავდა. მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა ისიც, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრია.
რატომ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რის იმედად? საერთოდ რომ არ გაქრნენ? პატრონებმა დაუკვეთეს? ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან და ასე იქნებიან, ვიდრე უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებიან. ჯერ სად არიან, მათი ამომრჩეველი ბოლოს მოუღებთ - ვინც აპამპულავეს და გადააგდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მისცემთ „კონტროლკას“, - აღნიშნავს ზარქუა.
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...
1749106611
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...