გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ განმარტებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას.
„გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, სათანადო მეთვალყურეობისა და ხარისხის უზრუნველყოფით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.
გელათის მთავარ ტაძარზე გუმბათის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოების ფარგლებში, საინჟინრო საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით მოიხსნა ჯვარი, ხოლო მისი ძირი გადაიფარა დამცავი ტენტის სამი ფენით, რათა გადაზღვეული ყოფილიყო ყველა შესაძლო რისკი ვიდრე არ დასრულდება გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოები. 2025 წლის 30 მაისის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ტენტის ზედა (მესამე) ფენა, თუმცა მის ქვემოთ განთავსებული ორი მთავარი დამცავი ფენა სრულად ასრულებს თავის ფუნქციას და ატმოსფერული ნალექების შეღწევის საფრთხე ტაძარს არ შეჰქმნია.
იქიდან გამომდინარე, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი უწყვეტად ახორციელებს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების უწყვეტ მონიტორინგს, ძლიერი ქარის დროს, მყისიერად დაიგეგმა გადაუდებელი ღონისძიებები და უკვე 1 ივნისს, დილის 08:30 საათისთვის, ზემოაღნიშნული დაზიანებული მესამე ფენა ტენტი ჩანაცვლდა ახალი საფარით.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოვლენები შეაფასოს სრული სურათისა და ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფოტო-ფრაგმენტების ინტერპრეტაციით. გელათის მონასტრის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესია, რომელიც იმსახურებს პროფესიულ მხარდაჭერას და სანდო კომუნიკაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1749111183
ახალი ამბებიხაშურში სამსახურიდან მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში
ხაშურში დღეს დილით, 9 წლის შვილი სამსახურიდან მისულ კაცს გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რო...
1749111020
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული
ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...
1749109949
სპორტი79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს
დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...
1749109243
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად
ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...
1749107736
ახალი ამბებითბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...