ისტორიული ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიადის ლიცენზიასთან ახლოს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ისტორიული გამოდგა ქართული ძიუდოსთვის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ პირველობაში.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს პირველი მედალია მსოფლიოზე მას შემდეგ, რაც ნაკრებები შერეული პრინციპით-გოგონები და ვაჟები ასპარეზობენ.
ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხეს. ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი ბრძოლები დათმეს, მაგრამ ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა აჯობეს მეტოქეებს, ხოლო გადამწყვეტ, მე-6 ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა სეიჯა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა და საქართველო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ პირველობაში მონაწილეობის ლიცენზიას ერთი ნაბიჯში მიუახლოვდა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, სადაც მონღოლეთი (4:2) და ბრაზილია (4:3) დაამარცხა, ხოლო შემდეგ იაპონიასთან წააგო (1:4) და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უზბეკეთის ნაკრებთან გაიმარჯვა (4:2).
მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში დრამატულ ბრძოლაში 4:3 აჯობა საფრანგეთის ნაკრებს. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს გარდა, ნიდერლანდების ნაკრებსაც ერგო, რომელმაც მაროკოს ნაკრები დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ პირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი(81კგ) და ლუკა მაისურაძე(90კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა(90კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილმა(60კგ).
დამოუკიდებელი ქართული ძიუდოსთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა:
-პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს;
-ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი;
-პირველად შედგა ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ;
-ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველად მოვიპოვეთ ლიდერობა;
-გუნდურ შეჯიბრებაში შერეული პრინციპით პირველად მოვიპოვეთ მედალი;
-პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიადის ლიცენზია გუნდურ პირველობაში.
1750788102
მსოფლიოისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ
„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...
1750785763
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის
„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...
1750783846
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...
1750782903
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1750780899
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...