პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის რანგში მომავალშიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„მარიამ ქვრივიშვილი ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ტურიზმის განვითარება, ავიაციის სფეროში ქვეყნისთვის წარმატებების მოტანა და ახლა ფართოვდება მისი საქმიანობის სივრცე. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზუსტად ისეთივე წარმატებული ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, როგორიც იყო ტურიზმისა და ავიაციის სფეროში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა გუნდის თითოეული წევრის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში.

ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილმა.

„იმ გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დამიგროვდა საჯარო სექტორში, სიამოვნებით გავუზიარებ ეკონომიკურ გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ამ სამინისტროსთვის. განახლებას მოაქვს ახალი ინიციატივები, რაც ძალიან საჭიროა ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტები და რეფორმები გვაქვს დაწყებული. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უზრუნველვყოფთ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, ასევე - ახალი პროექტებისა და გეგმების დაწყებას, რაც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო პოლიტიკასა და პრემიერ-მინისტრის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობით კიდევ ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750843651

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე

 „მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1750840516

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია

 შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და „112“-ის ინფრასტრუქტუ...

გეკა გელაძე

1750798668

ახალი ამბები

ისრაელში საქართველოს საელჩო: ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპო...

 საქართველოს საელჩო

1750797939

ახალი ამბები

ნეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ

ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - „იმ...

ნეთანიაჰუ:

1750796302

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს, თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ

სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობ...

ნანა კაკაბაძე - უფლებადამცველი