ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები -90კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
წონას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ორივე ქართველი: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.
მათ სრულად გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ლაშა ბექაურმა პირველ წრეში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი იპონით დაამარცხა, მეორე ეტაპზე სერბ ნემანია მაიდოვს ვაზარის უპირატესობით მოუგო, მეოთხედფინალში ორი ვაზარი აართვა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს მანსურ ლორსანოვს, ნახევარფინალში კი იაპონელი სანშირო მურაო ასევე ორი ვაზარით დაამარცხა. ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში უნგრელი როლანდ გოზი ორი ვაზარით, მეორე წრეში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ზგანკი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ნიდერლანდელს ნოელ ვან ტენდს სამი გაფრთხილება მიაღებინა, ნახევარფინალში კი იტალიელი კრიასტიან პარლატი ერთი ვაზარით ჩამოიშორა.
ფინალი ჩვენი ნაკრების ორ ლიდერს შორის დაძაბულად წარიმართა და ლუკა მაისურაძემ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის ვაზარის უპირატესობით დამარცხება და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე მსოფლიოს ტრიუმფატორი გახდა ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მანამდე დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ ტატამზე ვიხილავთ -100 კგ კატეგორიაში ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს.
1750847473
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც
„სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღე...
1750846545
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება
„ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების...
1750845356
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის დასაზიანებლად
„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეიძლება, არ იამაყოს - ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გ...
1750843938
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში იყვნენ სამადაშვილი, ვაშაძე, ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად - იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაშინ ევროპულმა მხარემ გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული
„დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ის ე....
1750843651
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე
„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გა...