ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის შეფარდებულ პატიმრობებთან დაკავშირებით.
კირცხალიას თქმით, აღქმების თეორია, სპეკულაციები, ბინძური და დესტრუქციული ილუზიების თეორია სწორედ მათი შემუშავებულია და იმ სცენარის ნაწილია, რომელიც საქართველოში წლების წინ არის ჩამოსული.
„განსაკუთრებით გამძაფრდა ამ სცენარის შესრულება ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში. სწორედ ამ სცენარის ნაწილია თუნდაც ის ქმედებები, პირდაპირ ეთერში ღიად, თავხედურად სილის გაწნა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ინსტიტუციისთვის. ამ ინსტიტუციაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ჰქვია და საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით, აქ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება და ასე დემონსტრაციულად შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუციისთვის.
როდესაც ვაანონსებდით საგამოძიებო კომისიას, არ არის შორი რეტროსპექტივა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა იყო პასუხი. პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და ამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ვერ იქნება ინდულგენცია ამ ქვეყანაში კანონის წინაშე ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
1750843651
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნაზე: მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე
„მამული, ენა სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ - წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გა...
1750840516
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და „112“-ის ინფრასტრუქტუ...
1750798668
ახალი ამბებიისრაელში საქართველოს საელჩო: ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები უბრუნდებიან სრული დატვირთვით ფუნქციონირებას
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის საჰაერო სივრცის გახსნათან დაკავშირებით, ისრაელის აეროპორტების ხელმძღვანელობის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპო...
1750797939
ახალი ამბებინეთანიაჰუ: ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ
ჩვენ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - „იმ...
1750796302
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს, თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ
სიცრუეზე დაფუძნებული შიდა და გარე ძალების სიმბიოზი სულ უფრო მეტად თესავს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს. თან ხალხს არწმუნებენ, რომ მათი მარცხის მიზეზი ყოველ ჯერზე ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობ...