უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით მიმართა

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით მიმართა.

ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ადასტურებს.

მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ "თავისუფლების ფრთები" მოითხოვა, რაც სრულად გასაგებია, თუმცა, ოლონგრენის თქმით, ეს რთული პროცესია.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა მინისტრმა.

20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას.

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა

* „ოთხი დის საფიცარო, როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს და დედაშენს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714387611

ახალი ამბები

„ფარა“ აშშ-ში დღესაც დიდი წარმატებით მოქმედებს, მარტო ფაშისტების წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიღებული, მაშინ კანონს გააუქმებდნენ“ - მამუკა მდინარაძე

„არგუმენტებად მოჰყავთ, „ფარა“ 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო. ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს დიდი წარმატებით, დღესაც უყურებენ ამერიკელები გამოწვევას, რომელიც თურმე ა...

მამუკა მდინარაძე

1714387550

საზოგადოება

ჟერარ დეპარდიე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ local10.com იუწყება. დეპარდიე ორი ქალის გაუპატიურების ფაქტზე დაიკითხა, რომლებზეც მან, თითქოს გადასაღებ მოედანზე სექსუალ...

ჟერარ დეპარდიე

1714385495

საზოგადოება

მინდია საბანაძე: დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია, მჯერა, მალე საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქ...

მინდია საბანაძე

1714383349

საზოგადოება

ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლი...

ჩინეთის დროშა

1714383218

საზოგადოება

„ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“ - თბილისის მერია

თბილისის მერია მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამისი განცხადებით ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზო...

თბილისის მერია