ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, მისი რომელი შვილი იყო სავარაუდო სამიზნე და არც დამატებითი დეტალები გაუმჟღავნებია.
„ირანმა ჩემი ერთ-ერთი შვილი მიზანში ამოიღო. ირანი ცდილობდა ჩემი ერთ-ერთი შვილის მოკვლას. ამიტომ, ის უსაფრთხოება, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, დაცვის გარეშე სავარაუდო თავდამსხმელები მიზნის მიღწევას შეძლებდნენ.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება შინ ბეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მის ვაჟებს, ასევე მის მეუღლეს, უსაფრთხოების დაცვა სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, ნეთანიაჰუს რომელი ვაჟი იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე, ასევე უცნობია, როდის და რა ფორმით იგეგმებოდა მკვლელობის მცდელობა.
1787587857
მსოფლიოზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს...
1787585849
მსოფლიოტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო...
1787583227
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანი სრული კოლაფსის წინაშეა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“. ეს განცხადება მან იმ ეკონომიკური ზომების გამოცხადებამდე გააკეთა, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას ქვეყნი...
1787582107
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთ...
1787580985
სპორტისაქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე (-66...



























