ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.
მისივე თქმით, ჰაბისადმი ინტერესი მაღალია. ამავდროულად ტექნოჰაბი TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება.
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“- აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 -მდე ვიზიტორი ეწვია.
1787585849
მსოფლიოტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო...
1787583227
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანი სრული კოლაფსის წინაშეა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“. ეს განცხადება მან იმ ეკონომიკური ზომების გამოცხადებამდე გააკეთა, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას ქვეყნი...
1787582107
საზოგადოებასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 18:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთ...
1787580985
სპორტისაქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე (-66...
1787578810
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ ღარიბაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე: გვარამია წარუმატებელი შურისმაძიებელია, რომელიც წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს შურისძიებისკენ მოუწოდა. ანანიძის შეფასებით, გვარამია წყალწაღე...




























