ევროკავშირი და ლონდონი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმებიან, რომელსაც ხელი თეთრ სახლში ტრამპის შუამავლობით მოეწერა

ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მიესალმებიან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით მოეწერა ხელი, ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ერთობლივ წერილში, ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის განცხადებაში.
ევროპელი ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ თეთრ სახლში სამი ქვეყნის ლიდერების - ალიევის, ფაშინიანისა და ტრამპის - მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი „მნიშვნელოვანი მოვლენაა“, რომელიც გზას უხსნის „ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობას ორივე ქვეყანასა და მთელ რეგიონში“.
„ახლა მნიშვნელოვანია შეთანხმებული ნაბიჯების დროული განხორციელების უზრუნველყოფა, რათა გარანტირებული იყოს მდგრადი და უწყვეტი პროგრესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი ნორმალიზაციის გზაზე“, - დასძინეს პოლიტიკოსებმა.
ლემიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს „ვაშინგტონში მშვიდობისკენ გადადგმული გაბედული ნაბიჯები“. „მე ვაფასებ აშშ-ის პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლს ამ გარღვევის მიღწევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
რას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც ხელი თეთრ სახლში მოეწერა?
ხელმოწერილი დეკლარაციის დეტალები აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციების მიერ გამოქვეყნდა. ის შვიდი პუნქტისგან შედგება, მათ შორის:
📌 ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისადმი (ეუთო) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვის დადასტურება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მინსკის ჯგუფის დაშლის მოთხოვნასთან დაკავშირებით [ალიევმა ეს მოთხოვნა არაერთხელ წამოაყენა];
📌 რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობის დადასტურება „სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე“;
📌 სომხეთის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მესამე ქვეყნებთან მის ტერიტორიაზე სატრანზიტო დერეფნის, სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), ორგანიზების საკითხში; სომხეთი ამ დერეფნის მართვის უფლებას 99 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს;
📌 აღიარება იმისა, რომ საჭიროა „წარსულის კონფლიქტებისგან თავისუფალი, უკეთესი მომავლისკენ მიმართული კურსის დასახვა“.
1754839694
მსოფლიორობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება
როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...
1754836240
ახალი ამბებიკახეთში 25 წლამდე კაცი დაჭრეს - დაშავებული თელავის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული
კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 9 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორული დღესასწაულის მიმდინარეობისას მოხდა. დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა....
1754833341
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1754832678
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში
საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება...
1754829906
საზოგადოებასაუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზ...