„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი“: მივესალმებით ტრამპის ინიციატივას, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი“ – დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის უკანონო აგრესიის წინაშე. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და ჩაუყაროს საფუძველი სამართლიან და მტკიცე მშვიდობას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და ევროპის სტაბილურობას. მზად ვართ, დიპლომატიური გზით წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, ამავდროულად, შევინარჩუნოთ ჩვენი მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაცვასა და დაწესებას. მშვიდობა მხოლოდ გადამწყვეტი დიპლომატიის, უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის უკანონო ომის შესაჩერებლად თანმიმდევრული ზეწოლის კომბინაციით მიიღწევა. ვიზიარებთ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას როგორც უკრაინის, ასევე ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინტერესები. ეს ინტერესები მოიცავს ძლიერ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვადასტურებთ პრინციპს, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით. მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის კონტექსტში შეიძლება წარიმართოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის თავისი სუვერენიტეტის სრული პატივისცემით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

„მშვიდობისკენ მიმავალი გზა ვერ გაიკვლევა უკრაინის გარეშე. უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინის გარეშე და ევროპასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ევროპის გარეშე. სკანდინავიურ-ბალტიური რვიანი უკრაინის გვერდით დარჩება გაერთიანებული მიზანდასახულობით და მტკიცედ ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან, ასევე სხვა პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ სამართლიან, მდგრად მშვიდობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754849452

მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქი ბალიქესირია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754847160

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა

ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1754845348

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა

ვფიქრობ, ამერიკელებს მობეზრდათ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისთვის თავიანთი ფულის, გადასახადების გადამხდელთა დოლარების გაგზავნა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News...

ჯეი დი ვენსი

1754843073

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია

არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც არ შეესაბამება მათი მონაცემები და ასე გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიო...

გია ვოლსკი

1754839694

მსოფლიო

რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...

რობერტ ფიცო