ორბანის განცხადებით, მან მიიღო მანდატი, რომ ევროკავშირში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბროს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებმა მას უფლებამოსილება მისცა, ყველა პლატფორმაზე კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვიდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ. ამის შესახებ ორბანმა საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთის 2 168 431 მოქალაქემ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც რეფერენდუმის მონაწილეთა 95% წარმოადგენს. მხოლოდ 5%-მა დაუჭირა მხარი უკრაინას.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე „ძლიერი მანდატით“ მივიდა.

„ჩემი ხმა უფრო ხმამაღალი და გაბედული გახდა. ბოლოს და ბოლოს, დღეს შეხვედრაზე 2 მილიონზე მეტი უნგრელის ხმით ვიტყვი, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს შიშველი ფაქტებია“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751030792

საზოგადოება

პრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება

ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...

პრემიერი, კობახიძე

1751026301

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენაა მიმართული

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყო...

ირაკლი კობახიძე

1751025199

საზოგადოება

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის...

 ელისო ბოლქვაძე

1751023075

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები - ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში, კეთილსინდისიერება არის მთავარი

„კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები, ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოვ...

ირაკლი კობახიძე

1751022968

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას

„არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე