ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით ტყეში ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზოგადოებას აფრთხილებს

ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.
ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან 8 წლამდე.
1752477144
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე რამდენიმე ადამიანს მოუსმენს
საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. დღეს კომისიის წევრები შეიკრიბებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზე რამდენიმე ადამიანს მოუსმენენ. სხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. კომისია გამოსაკითხ...
1752476007
ახალი ამბებიავარია ქუთაისში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის „ინფო იმერეთის“ ცნობით, ავარიას 2 ადამ...
1752473877
ახალი ამბებივახტანგ ჩოჩია: ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 18 ევროპარლამენტარი საქართველოში დესტრუქციის შემოტანას ცდილობს. „ვიხილეთ, 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უ...
1752470531
ახალი ამბებირიმა ბერაძე: ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი
„ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე...
1752469516
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივლისს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +34 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც ხანმოკ...