უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი.

„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714307954

საზოგადოება

„დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს“- მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა. „იძახიან, რომ ადამიანი, რომელმაც მრავალი ქველმოქმედება მოიმოქმედა ქვეყანაში, ასეთი ადამიანი...

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

1714302291

ახალი ამბები

„უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას“ - მეუფე იაკობი

ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ, მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია...

ააა

1714302165

სოციალური მედია

როგორ ებრძვის გვანცა დარასელია სტრესს და უიმედობას - „უბრალოდ ჯდომა და ლაპარაკი, გაზიარება ახლის ან ძველი ამბების გახსენება“

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „ინსტაგრამზე“ ხშირად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად გვანცა გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.  ერთ-ერთ შეკითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება სტრესს და უიმედობას, ტელეწ...

მოდელი გვანცა დარასელია

1714301944

სოციალური მედია

გივიკო დიდია ერკეთის დედათა მონასტრიდან კადრებს აქვეყნებს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ბლოგერი და უკვე ჟურნალისტი გივიკო დიდია...

მონაზვნებიმონაზვნები

1714298846

ახალი ამბები

ქართველი მეღვინეები მთავრობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბი...

ექსპორტი