ზელენსკი: სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბრატისლავა მზადაა, კიევს თავისი გამოცდილებით დაეხმაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო თემა, მათ შორის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
„სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ სვლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა განაგრძონ სვლა ევროკავშირში წევრობისკენ“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინასა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებში. ამან ორივე ქვეყანა უნდა გააძლიეროს. ამავდროულად, მისი თქმით, რუსეთის ენერგორესურსებს ევროპაში მომავალი არ აქვს - ეს არის თვალსაზრისი, რომლის გადაცემაც უკრაინის პრეზიდენტმა თანამოსაუბრისთვის სცადა.
გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია, კერძოდ, ზელენსკიმ ფიცოს ევროპელ ლიდერებსა და ტრამპს შორის გამართული საუბრის შესახებ უამბო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კი ზელენსკის ჩინეთში კონტაქტების შესახებ მოუყვა.
1757091206
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი - თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ქვეყნის მომავალს
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული,...
1757089910
მსოფლიორობერტ ფიცო - სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ
„სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ“, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რო...
1757087519
ახალი ამბებიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყ...
1757086503
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უჟგოროდში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრა შინაარსიანი იყო. „მადლობას გიხდით ამ ვიზიტისთვის. ჩვენ გვქონდა შინ...
1757085906
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...