10 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1741583062 ახალი ამბები
შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის, უჯარმის, საექიმოს, ისნის, ჭრელაშვილის, მეველეს, მათიაშვილის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. 

მასალის გამოყენების პირობები


Live

პირველი არხი

რუსთავი 2

მთავარი არხი


საბერძნეთი

იტალია

სხვა სიახლეები