„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საკუთარი ტრადიციული ღირებულებების დაცვით.

„ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, ოღონდ, ისიც უნდა გვესმოდეს,ს რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანები, რომლებსაც სურთ მართლაც ძლიერი ევროპა. ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი. იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. ისევე, როგორც განსხვავებულია ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის ხმა, ასეთი უნდა იყოს საქართველოს ხმაც და ასეთ ევროპაში გვინდა. ევროპაში არიან ძალები, რომლებიც ამ ღირებულებებისთვის იბრძვიან და რომლებიც ცდილობენ ტრადიციული ევროპის გადარჩენას, განსხვავებით ზოგიერთი იმ ევრობიუროკრატისგან, რომლებიც ცდილობენ მთლიანად ევროპა დაუქვემდებარონ უცხო გავლენას და აქციონ იმ უფორმო მასად, სადაც არ იქნება მრავალფეროვნება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე

1714830920

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ინფორმაციას მთა...

პრემიერ-მინისტრი

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი