„ჩვენი ქვეყნიდან უპრეცედენტო მოცულობის ახალგაზრდა სამუშაო ძალის გადინება ხდება“ - ბექა ლილუაშვილი

„ჩვენი ქვეყნიდან უპრეცედენტო მოცულობის ახალგაზრდა სამუშაო ძალის გადინება ხდება“ , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა და  თქვა, რომ აღნიშნული რეალობა ქვეყნისთვის სისტემური გამოწვევაა, რამაც შესაძლოა დიდი პრობლემები წარმოშვას.

„ჩვენ ახლა სისტემური გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს გამოწვევა დემოგრაფიული ნაწილია. რეალურად ჩვენი ქვეყნიდან უპრეცედენტო მოცულობის ახალგაზრდა სამუშაო ძალის გადინება ხდება, მათ შორის საჯარო სექტორიდან. დასაქმებულ ადამიანებზე მაქვს საუბარი.

ამას თუ ყურადღება არ მოვაქციეთ, ჩვენ რეალურად ძალიან მალე ე.წ. ევროპული ოჯახის ქვეყნების დაავადების წინაშე აღმოვჩნდებით, როდესაც შედარებით თანამედროვე წევრები ევროპული ოჯახის სამუშაო ძალისგან დაიცალა და მათ [სახელმწიფოს/კერძოს სექტორს] შემდეგ სერიოზული ფისკალური სტიმულების მიცემა მოუწია სამუშაო ძალის აღდგენისთვის. ჯობია ეს დასაწყისშივე სწორად ვმართოთ, რომ მერე ამ შედეგების გამოსწორება უფრო ძვირი არ დაგვიჯდეს“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის, ზუსტი სტატისტიკური მონაცემი ემიგრაციაში წასული ადამიანების შესახებ არ არსებობს, რადგან ხშირია შემთხვევები, რომ ისინი ტურისტულად ან სხვა არაკანონიერი გზებით შედიან ქვეყნებში და წლობით რჩებიან, თუმცა სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა მილიონს აჭარბებდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 14 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან - რუსეთის აგრესიას საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაშავდა

🔵  ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ძალიან პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715095963

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

1715095661

ახალი ამბები

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს