14 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან - რუსეთის აგრესიას საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაშავდა

14 წლის წინ, რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლ-კარი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ზოგი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა 30 ათასამდე  მათგანი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია. 2008 წელს,  შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთ დღეს გაგრძელდა.

ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი  დაიჭრა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები,  ჟურნალისტები.

დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები საქართველოს სამ რეგიონში.

სამხედრო დაპირისპირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით შეწყდა.  გაფორმდა შეთანხმება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და არ ახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

12 წლის შემდეგ, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოუგო ჩრდილოელ მეზობელს  და ამ ომში

რუსეთის ბრალეულობა დაამტკიცა. ქართულმა მხარემ სტრასბურგში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. მათ შორის,  გორში აფეთქებული რაკეტის, „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მავთულხლართები კი ყოველდღიურად მრავლდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ძალიან პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

🔵 „სიცოცხლე არაპროგნოზირებადია, ერთ წამს ვარსებობთ, მეორეს კი გავქრებით...“- რას წერს ფადი ასლი

🔵 ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793297281

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა

ტყუილია, თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ, - ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელების მ...

არჩილ გორდულაძე

1793296793

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სპეციალურ...

არჩილ გორდულაძე

1793296685

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული

ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის...

არჩილ გორდულაძე

1793296112

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებ...

არჩილ გორდულაძე

1793296001

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს

„გულითადად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის ისტორიულ თარიღს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის...

შალვა პაპუაშვილ