„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), სჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!

„ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), სჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია! მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!

ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“, - წერს მამუკა მდინარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე

1714830920

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ინფორმაციას მთა...

პრემიერ-მინისტრი

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული