კალაძე: ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველად

რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა.

თბილისის მერი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრანების მონტაჟი მიმდინარეობს.

„წინაზე, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი მათთვის, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს. ვიცი, რომ აქვთ სურვილი დაესწრონ, მაგრამ ყველამ ვერ მოახერხა ბილეთების ყიდვა, რადგან სტადიონი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს. სწორედ ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც დიდი ეკრანი, ასევე დამატებითი ეკრანები, კვების ობიექტები, საბავშვო და გულშემატკივართა ზონები.

„დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ყველამ კარგად იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ნაკრების წევრებისთვის და როგორ ელოდება ამას სრულიად საქართველო. მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, მოგმართავთ ბიჭებო - გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი უნდა იყოს მოგებული. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებითა და შემართებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714206526

ჰოროსკოპი

მაისი - 2024 წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „თუ თქვენ მზად ხართ ახალ ჰორიზონტებს შეეჭიდოთ ახლა სწორედ ამის დროა“

„საოცარი მაისი გველოდება წინ, ყველა გაგებით. 1 - 6 მაისამდე ეფექტური პერიოდია, მარტივად შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ყველა ჩიხიდან შეძლეთ გამოსვლას. 12 - 20 მაისამდე პერიოდი, საკმაოდ რთულია, აქ მა...

სოფია ბზეკალავა

1714201666

საზოგადოება

„ნეტავი, იქ თეატრი არის?“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რა...

კახი კავსაძე

1714199655

მსოფლიო

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....

ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

1714198250

საზოგადოება

თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-29 აპრილს საქართველოში

27-29 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  თბილისში შენარჩუნებული იქნება თ...

მზიანი ამინდი

1714163647

ჰოროსკოპი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიან...

ააა