„ასე გეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის სიტყვების ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?!“ - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს მიმართავს

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

გულშემატკივრები და ფეხბურთელები, სიმღერა „გაიღიმე“-ს მღეროდნენ.

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებმაც აღნიშნული სიმღერა „გამარჯვების ჰიმნად“ აქციეს და ამბობს, რომ „ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი“.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე ეხმაურება, რომელიც სიმღერა „გაიღიმე“-ს ტექსტის ავტორია და სტატუსს აქვეყნებს.

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"
დიახ, ბატონო ლევან!
„ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“
დიახ, ბატონო ლევან!
ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!

ასე გეწყინათ, ამ „შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ  ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!“, - წერს ირმა სოხაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715201374

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა მასტერლიგის ევროპის ჩემპიონატი თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მასტერლიგის (მინი ფეხბურთი) ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი თურქეთთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ტურნ...

ნაკრებინაკრები

1715199760

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოე...

მავთულხლართები

1715198650

ჰოროსკოპი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ...

ზოგადი

1715198498

საინტერესო ამბები

„ვუთხარი, მითხარით მიზეზი, რის გამოც შვილი არ მიჩნდება -მეთქი და მითხრეს, არც გაგიჩნდებაო“ - რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან უშვილობის პერიოდი გაიხსენა. „ქალს, რომელსაც ტაბუ მქონდა დადებული, რომ შვილი არ შემეძინებოდა, მომცა. არ მახსოვდა არც გათ...

ლაურა რეხვიაშვილი

1715193784

საზოგადოება

„ბიჭო, ქრისტიანული დასავლეთი ყ**ობაა?“ - საინფორმაციო სააგენტო for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტო for.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას...

ჩანაწერებიჩანაწერები