"მადლობა დიასპორის წარმომადგენლებს თავდაუზოგავი შრომისათვის, რათა დახმარება გაუწიონ აქ მყოფ ოჯახის წევრებს, სამშობლოს უყვარხართ და ძალიან სჭირდებით" - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ.
მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა;
ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში… და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს;
ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება… გააცნოთ უცხოელთ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.
ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ.
არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც, რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ.
ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს.
იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი.
დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას.
სამშობლოს თქვენ უყვარხართ.
სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით.
ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
დღეს, 27 მაისს, თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ იმართება.
1715001492
მსოფლიოროგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...
1714995850
სოციალური მედიარა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...
1714995762
სოციალური მედიათაკო ნაცვლიშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს
წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად თაკო ოჯახური ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან და...
1714995551
ახალი ამბებიგურამ გვასალია და ამერიკელი რეპერი doja cat ერთად გამოჩნდნენ
ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია „ინსტაგრამზე“ უახლეს, პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ამერიკელ რეპერ doja cat-თან ერთად ვხედავთ. მათ ერთად გამოჩენას, საზოგადოებისგან დიდი ინტერესი და უამრავი კითხვ...
1714995212
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი მებრძოლი ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებ...