პოლონეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვება მოკლული ქალის ძმა

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ცხედარი ქალაქ ლოძის პროზექტურაში რჩება, სამი მცირეწლოვანი ბავშვი კი პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა.

"კურიერმა" დღეს დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. 27 წლის როზეტა ყალიჩავას სასტიკი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნების მცდელობა გახდა. აღმოჩნდა, რომ ქალი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას სამშობლოში გაქცევით ცდილობდა. მოკლულის ძმა "კურიერთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქალს ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა და სამ მცირეწლოვანთან ერთად საქართველოში დაბრუნებას 11 ივნისს გეგმავდა.

დღეს საქმის ახალი დეტალები ლოძის პროკურატურამაც გაასაჯაროვა. პროკურორის განცხადებით, ქმარმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან ზუგდიდში, როზეტა ყალიჩავას ოჯახში. პოლონეთის საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილის ახლობლებს განუმარტეს, რომ ცხედარს მხოლოდ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადასცემენ. საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც.

როზეტა ყალიჩავას საქმემ და ბოლო დღეებში, ქალთა მკვლელობის რამდენიმე ფაქტმა უფლებადამცველებს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებისკენ უბიძგა. ორგანიზაცია "საფარი" ფემიციდის შემთხვევებზე კანონის გამკაცრებას ითხოვს.

ინიციატივაზე მსჯელობენ საკანონმდებლო ორგანოშიც. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ ფემიციდზე სასჯელი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს.

 

პოლონეთში მოკლული ქალის ქმარს ადგილობრივი კანონმდებლობით გაასამართლებენ. ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ ქმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ის ამ დრომდე საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

წყარო:რუსთავი 2

ასევე წაიკითხეთ:

🔵ხანდახან "ოცნება" თავისი არაადეკვატური ქმედებებით და მავნებლობით, ხანდახან “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სისულელეებით და ასევე მავნებლობით გვაიძულებენ ხოლმე, რომ ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება უფრო საჯარო გავხადოთ - გიორგი გახარია

🔵ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინისა და ანტივირუსული საშუალებების ერთობლივი შესყიდვის შესახებ, რათა ებრძოლოს მაიმუნის ყვავილს - ზაზა წერეთელი

🔵ნუ დაელოდები იმას, ვიღაც შენზე იზრუნებს და ყველა სურვილს აგისრულებს - პეტრე კოლხი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714747782

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“ - გიორგი ჩაკვეტაძე

„მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714745217

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე.  ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. „ექსკლუზივი“ მომხდარზე მეტ დეტალს შსს-ში არკვევს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

1714744140

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6797 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8777 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.86...

ზოგადი

1714738249

საინტერესო ამბები

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია? რისი სიმბოლოა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრი...

პასკა

1714734961

სოციალური მედია

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“ - ნინო წილოსანი

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.  წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს...

ზოგადი