ნუ დაელოდები იმას, ვიღაც შენზე იზრუნებს და ყველა სურვილს აგისრულებს - პეტრე კოლხი
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"არც ერთი დღე არ არის ერთნაირი…
არც ერთი უკან არ მობრუნდება…
წუწუნის, გულიწყვეტის და დაუსრულებელი მოლოდინების დრო არ არის…
ნუ დაელოდები იმას, ვიღაც შენზე იზრუნებს და ყველა სურვილს აგისრულებს.
ეს მხოლოდ შენ შეგიძლია!..
როგორ?! ძალიან მარტივად…
მადლიერი იყავი, მთელი გულით მადლიერი…
ეს პირველი და მთავარი პრონციპია წარმატების…
მოგეცა?! მადლიერი!… არ მოგეცა?! ეტყობა იმ დროს ეს არ იყო საჭირო და კიდევ უფრო მადლიერი…
იკითხე წიგნები, უყურე საინტერესო ფილმებს, უსმინე გემოვნებიან მუსიკას… ბევრი იმოძრავე, დღის მანძილზე ბევრი იარე ფეხით და დააკვირდი გარშემო ყველაფერს… დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ მოძრაობას, მიმიკებს, განცდებს, ემოციებს, სურვილებს…
სიბრაზე, აგრესია, შურისძიება სადმე არ გაგეპაროს…
მერე არაფერს აქვს აზრი, მარცხდები საკუთარ თავთან…
აკონტროლე ყოველი წამი, ყოველი ფიქრი…
ესაუვრე ღმერთს, გულწრფელად ესაუბრე, შენი სიტყვებით, ეს არის ნამდვილი ლოცვა… გაიწმინდე გული და გონება…
ესაუბრე სამყაროს… დაიცალე სიმძიმისგან, სტრესისგან…
დადექი საკუთარ სისუსტეებზე მაღლა…
მერე დააფასებ ყველაფერს და კიდევ უფრო დააფასებ სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ ერთხელ მოგეცა და მიხვდები, არ გაქვს დასაკარგი დრო და იმასაც მიხვდები, არავისი ინტერესით არ უნდა იცხოვრო… არც იმის ფიქრით, ვის რა სიტუაციაში მოეწონები…
ვისაც არ მოსწონხარ, იქნებ გემოვნება ღალატობს… იქნებ იმასაც, ვისაც მოსწონხარ…
ყოველთვის ეცადე, იყო უკეთესი ვიდრე ხარ!",-წერს, მამა პეტრე.
ასევე წაიკითხეთ:
🔵მნიშვნელოვანი ფაქტები მაიმუნის ყვავილის შესახებ - გიორგი ფხაკაძე
🔵რუსეთ-ჩინეთს შორის ომი დაიწყება და ამ ომში გამარჯვებული ჩინეთი დარჩება - ლელა კაკულია
1776586375
მსოფლიობულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. რამდენიმე დღი...
1776584485
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ი...
1776583008
საზოგადოებამეუფე შიო კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმსახურები...
1776582891
ახალი ამბებიაჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოშეძენა-...
1776582740
ახალი ამბებიპოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გ...


























