„სად სააკაშვილი და სად ევროპა, სად კრიალოსანი და სად ვირი, ეს არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“ - ირაკლი კობახიძე

„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, თითქოსდა რუსეთია „ქართული ოცნება“ და ევროპაა რადიკალური ოპოზიცია, მათ სურთ იგივე მიხეილ სააკაშვილი წარმოაჩინონ ევროპად, რაც სრული სიყალბეა.

„რეალურად, ნამდვილად არის ეს არჩევნები რეფერენდუმი და სწორედ, რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის. რაც შეეხება ოპოზიციის ყალბ ნარატივს თავიანთ რეფერენდუმთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის, ერთი რომ, თვითონვე დაიწყეს ასე ვთქვათ, ე.წ. პრორუსული მესიჯებით საბარი, სანქიცებს აღარ ემხრობიან, რუს ტურისტებს ხელგაშლილები ელოდებიან. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა, როცა ერთი კრუიზი ჩამოდგა ბათუმში, რუსეთიდან ჩამოსული, რამხელა ისტერიკა მოაწყვეს ამაზე. დღეს ამ ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელი გამოდის და ამბობს, რომ ნებისმიერ რუს ტურისტს მიესალმება. ხომ ხედავთ, რა სამარცხვინო ძალებთან გვაქვს რეალურად საქმე ამ პოლიტიკური ძალების სახით.

როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და რუსეთია „ქართული ოცნება“ და ევროპაა რადიკალური ოპოზიცია, წარმოიდგინეთ, ვინ უნდათ, რომ წარმოგვიჩინონ ევროპად. ეს არის იგივე მიხეილ სააკაშვილი. სად სააკაშვილი და სად ევროპა. სად კრიალოსანი და სად ვირი. იგივე ეხება გვარამიას, როგორ შეიძლება გვარამიას დაარქვა ევოპა რაიმე ფორმით, როგორ შეიძლება მელია წარმოაჩინო რამენაირად ევროპად, რა კავშირი აქვთ გვარამიას, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს ან რომელიმე მათგანს ევროპასთან. ან რა კავშირი აქვს ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძეს ევროპასთან, გახარიას, გუბაზ სანიკიძეს, სალომე სამადაშვილს. ეს ადამიანები არიან ევროპა? ამ ადამიანებს უნდა მიანდოს ხალხმა ევროპული მომავლის შენება? რა თქმა უნდა, ეს სრული ისყალბეა, როგორ შეიძლება ასეთი სიყალბე გაყიდო,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს რეფერენდუმი გადაწყდება მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში.

„რაც შეეხება რეფერენდუმს ომსა და მშვიდობას შორის, ესაა ფაქტებით დადასტურებული რეფერენდუმი. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, თითქმის 4 წლის განმავლობაში, მიდის გამუდმებული ბრძოლა მშვიდობის დასაცავად ამ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დახურულ კარს მიღმა რას გვთხოვდნენ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ საჯაროდ რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, საჯაროდ რომ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და ა.შ. ეს როგორ შეიძლება აიხსნას სხვანაირად. როგორ შეიძლება სხვანაირად აიხსნას ლომჯარიას და გიგაურის, ჭიაბერაშვილის, უსუფაშვილის და სხვების განცხადებები, ეს ხომ ძალიან ნათელი დილემაა, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგება და რა თქმა უნდა, ეს რეფერენდუმი გადაწყდება კიდევ ერთხელ მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა