"საქართველომ დაკარგაო, რომ ვთქვათ, რაღაც უნდა გვქონოდა, რომ დაგვეკარგა. საქართველოს არაფერი არ დაუკარგავს"

"საქართველომ დაკარგაო, რომ ვთქვათ, რაღაც უნდა გვქონოდა, რომ დაგვეკარგა. საქართველოს არაფერი არ დაუკარგავს",- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ცოტა უკან წავალ და გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ევროპულ პერსპექტივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ეს იყო სულ რამდენიმე თვის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, წინა წელს.

ევროკავშირის მხრიდან მაშინ, როდესაც არ იყო მზაობა იმისათვის, რომ პოლიტიკური გზავნილი მოეცათ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, გაეხსნათ პერსპექტივა, ამის კომპენსაციად ძალიან ძლიერი ფინანსური დახმარების პაკეტები იქნა შემუშავებული.

თქვენ თუ გახსოვთ, შარშან ივლისში საქართველოში იმყოფებოდა ევროკომისარი ვარჰეი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტის შესაძლებლობა ჩამოიტანა საქართველოში.

მაშინ ახსნა იყო ასეთი - თქვენ არ გაქვთ პერსპექტივა, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე, მაგრამ გაქვთ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებთან წვდომა, ფაქტობრივად, ეს არის იდენტური, რაც აქვთ კანდიდატ ქვეყნებს.

ანუ, ფინანსური თვალსაზრისით არაფრით არ განსხვავდება ასოცირებული პარტნიორების ყოფა კანდიდატი ქვეყნების ყოფისგან.

შესაბამისად, ნამდვილად უადგილოა დღეს ამაზე საუბარი, რომ თითქოს რაღაც დავკარგეთ",- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍„ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა - ინფექციური საავადმყოფო

📍"ამ 6 თვეში გამოჩნდება, ვის უნდა ევროკავშირი, ვინ დგას სკამებზე მაღლა, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მამულიშვილი"

📍"ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?! - საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი" - პაპუნა ჯანელიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე