„ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა - ინფექციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებით, საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა.

კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონში მიმდინარე კონგრესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

„ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ქალაქ ლონდონში იმართება, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც ეხება საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს, როგორიცაა:

პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება;

„ცე“ ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ.

პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ.

მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც რვა წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა.

პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება.

პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა დაახლოებით ოთხმოცი ათასი „ცე“ ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში „ცე“ ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია“, – აცხადებენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათივე ცნობით, პროგრამის დასრულება და შესაბამისად, ქვეყანაში „ცე“ ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ამწუთას დაიბეჭდა ამერიკაში" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა