შსს: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

„აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში“, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების სამართლებრივ რეგულირებას, რათა დაცული იყოს სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს მიზანმიმართულად ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

ამასთან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის აღდგენის, ტროტუარებზე ხალხის სამოძრაო ადგილის გათავისუფლების, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცემათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732133126

ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ძალას უსარგებლო ამბებზე ნუ დახარჯავთ და მთელი ყურადღება მნიშვნე...

ასტროლოგიური პროგნოზი

1732131961

სოციალური მედია

ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა ბუკინგემის სასახლეში გადაღებუ...

ლელა მებურიშვილი

1732129152

ჰოროსკოპი

„თუ ხარ ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა და დოკუმენტებს ელოდებოდა, ძალიან მალე ეს საქმე მოგვარდება“ - რას ამბობს მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს. ამ...

მარიამ ციმინტია

1732123567

სოციალური მედია

მაკა ზამბახიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი და დახვეწილი“

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფ...

მაკა ზამბახიძე

1732118502

სოციალური მედია

ბათუმში 5.900კგ ბავშვი დაიბადა - „ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ“

20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია. საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდ...

გოლიათი ბავშვი