„თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება, ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები“ - ირაკლი კობახიძე

„თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება; ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, მმართველი გუნდი შედეგის რამდენიმე პროცენტით ზრდას ახერხებს.

„შეგიძლიათ, ნახოთ 2021 წლის 2020 წლის განცხადებები, 2020 წელს იყო მომენტი, როდესაც ჩვენი რეიტინგი 60%-ს აჭარბებდა, ეს იყო კოვიდის პერიოდი, გახსოვთ მაშინ ვითარება, ეს იყო აპრილი-მაისი-ივნისი, თუმცა შემდეგ კოვიდის ციფრები გაიზარდა და შესაბამისად, რეიტინგი დაბლა ჩამოვიდა, რაღაც მომენტში იყო 60%, მაგრამ მაშინაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში ჩვენ ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებას.

ეს ნიშნავს დაახლოებით 50%-ს და ავიღეთ 48% ამ არჩევნებში. ზუსტად იგივე განცხადებებს ვაკეთებდით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ და ვამბობდით, რომ ველოდებოდით ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებას, დაახლოებით 50%-ს და იქაც ავიღეთ 47%. რასაც ვამბობდით, საზოგადოებას არ ვატყუებდით. აქვე შეგიძლიათ, ნახოთ ოპოზიციის ძველი განცხადებები, სადაც ამტკიცებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს და საბოლოო ჯამში ასრულებდნენ მორიგი მარცხით ყველა არჩევნებს.

ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. ამით მათი ამომრჩეველიც დაიღალა და ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის რატომაც დაბალი რეიტინგი აქვთ, ესეც არის - გამუდმებით ტყუილში აცხოვრებდნენ იგივე საკუთარ მხარდამჭერებს.

ჩვენ არასოდეს გვითქვამს 60%, არც 2020 და არც 2021 წელს. თუ ეს ჩვენი წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია, მაშინაც ვიტყოდით 60%-ს, მოცემულობა თუ იგივეა და დღესაც გვაქვს 50%-მდე, რატომ ვიტყვით 60%-ს? ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა ის, რაც დღეს არის ასახული რეიტინგებში და დღეს გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი და ჩვენი განცხადებების საფუძველი არის სწორედ რეიტინგი. როცა არ გვქონდა 60% 2020 და 2021 წლებში, არც ვამბობდით 60%-ს, ვაკეთებდით განსხვავებულ განცხადებებს, მაგრამ ახლა, კვლევების თანახმად გვაქვს დაახლოებით 60% და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე.

გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როდესაც ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ვახერხებთ ხოლმე რამდენიმე პროცენტით შედეგის ზრდას, შესაბამისად გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ 60%-ზე მეტიც ავიღოთ ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, სამი თვე არის ძალიან ბევრი დრო და არ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელ რეიტინგს, რეალურად თავისუფლად შეგვიძლია 60%-ზე მეტის მიღება. ეს არის სოციოლოგიურ კვლევაზე დაფუძნებული განაცხადი, არც მეტი, არც ნაკლები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა