„თბილისში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კარს არ უღებდა საქსტატის წარმომადგენელს“ - მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.
„აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს, ანუ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი. მონაცემთა შეგროვების პროცესი ასევე შეაფერხა გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრისთვის მეტად კომფორტული აღმოჩნდა თვითრეგისტრაციის მეთოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით და მოქალაქეთა თხოვნით, საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე საქსტატმა გადაწყვიტა, რომ 20 დეკემბრიდან, კვლავ გახსნას აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რათა მოქალაქეებმა დამოუკიდებლად შეავსონ ელექტრონული კითხვარი. ამ შემთხვევაში საქსტატის ინტერვიუერის სახლში მიღება აღარ იქნება საჭირო. ამისათვის საჭიროა ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს საქსტატის ვებსაიტზე, https://census2024.geostat.ge/ka, გაიაროს მარტივი რეგისტრაცია, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი, რომლის გადაგზავნის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კოდს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
საქსტატის ცნობით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით, აუცილებელია, რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს.
„ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც. აღწერა უდიდესი მასშტაბის სტატისტიკური გამოკვლევაა, რომელსაც საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს. მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც წინა აღწერებშიც მონაწილეობდნენ. აღმწერებს შორის არიან ასევე სტუდენტები, გამორჩეული უნარების მქონე მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. საქსტატი ხუთ თვეზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მათი შერჩევისა და გადამზადების მიმართულებით. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის. აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
1734690664
მსოფლიოსაბერძნეთის სანაპიროებთან რვა გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს
საბერძნეთის სანაპიროებთან რვა გარდაცვლილი მიგრანტის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მაშველებმა კუნძულ როდოსის მახლობლად რვა მიგრანტის ცხედარი...
1734684507
საზოგადოებასაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „29-30 დე...
1734681806
ჰოროსკოპიფერები, რომლებიც არ უნდა ჩაიცვათ 2025 წლის ღამეს - რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით, 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია. გველი გამჭრიახობის, სიბრძნისა და ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარის სიმბოლოა. 2025 წელს ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ მხარეს, ფილ...
1734678540
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერ...
1734678104
მსოფლიობელგრადში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. როგორც ჟურნალისტებს ბელგრადის მერმა ალექსანდრე შაპიჩმა განუცხადა, ეს გად...