უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და სასამართლოს კლანის დაშლას სთხოვს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და სასამართლოს კლანის დაშლას სთხოვს.

"ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის, დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება, არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი.

ჩემი რჩევა, გინდაც თხოვნა ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ზოგჯერ საშუალება ამართლებს მიზანს, ისინი ხომ ამ გზით მოვიდნენ დღეს არსებულ პოზიციებზე.

გულწრფელად გეტყვით და სრული პასუხისმგებლობით, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ, ასე უხსნიდნენ მოსამართლეებს, მათ შორის მეც, "ახალი მორჩილების" ამბავს:

"ჩვენ ყველა იმ ხელისუფალს უნდა ვემსახუროთ, რომელიც უმრავლესობით მოვა, ასე ვიყავით ნაციონალების დროს, ასე უნდა ვიყოთ ახლა და მომავალში ვინც მოვა იმასთან ვიქნებითო".

სასამართლო კლანის უვადოდ ჩაბეტონებით თქვენ საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სწორედ ეს ადამიანები კარნახობდნენ მოსამართლეებს, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ვიდრე თქვენ ოპოზიციაში იყავით.

დროს ყველაფერი შეუძლია, რა იცით, იქნებ აღმოჩნდეთ ნაცნობ, მძიმე სიტუაციაში და ისევ დაგჭირდეთ სამართლიანი სასამართლო, გაძლევთ გარანტიად საკუთარ სიცოცხლეს, რომ ამას ვერ მიიღებთ "კლანური" მმართველობის პირობებში.

თქვენ გაქვთ შანსი, გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტორიული მისია.

შეგიძლიათ წარდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს, თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!" - წერს ბესარიონ ალავიძე.

ალავიძე რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო.

2017 წლის 2 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ ალავიძის და კოლეგიის წევრი კიდევ ერთი მოსამართლის, პაატა ქათამაძის მიმართ ზეწოლის ფაქტებზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება 2017 წლის 14 იანვარს სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

გარდა ამისა, ბესარიონ ალავიძემ 2019 წელს ხმამაღლა ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობებზე”. საქმე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვის პროცედურას ეხებოდა - საქართველოში მოსამართლედ დანიშვნა სწორედ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის შემდეგ არის შესაძლებელი.

ასევე საინტერესოა:

🔵 “ჩემი ოჯახი, ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული მენატრება” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

🔵 "ვატიკანში გალობით, ზოგის თქმით - ევროპაში შევედით - ზოგმა გააკრიტიკა... ჩამოვყალიბდეთ, ევროპაში ვართ, თუ ცოდვაში…"

🔵 "ზებრაზე კინაღამ მანქანამ გამიტანა - საჭიდან მონაზონმა ღვთისნიერი ხმით მომიგო – უფალი გფარავდესო. ახლაც გიჟივით ვიცინი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714588100

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი - შსს

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები აგრესიულები გახდნენ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცა...

ზოგასი

1714586674

სოციალური მედია

„არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა“ - რას წერს თემურ თათარაშვილი?

მომღერალი თემურ თათარაშვილი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მის მიმართ გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში პასუხობს. „არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა ამდენი აგ...

თემურ თათარაშვილი

1714584063

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა, სრულად დატოვეს პარლამენტ...

შსს

1714583232

საზოგადოება

პრემიერი: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

,,შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ",0 - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, კანონის მიღების შემთხვევ...

ირაკლი კობახიძე

1714582486

ახალი ამბები

ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი - შსს

,,კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება," - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს...

შენობა