“ჩემი ოჯახი, ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული მენატრება” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს აშუქებენ ExclusiveTV-ზე და მედიამაუწყებლის იტალიის ბიუროს ყოველკვირეულ საინფორმაციო გადაცემაში „იტალიის დრო“, რომელიც ყოველ შაბათს, საღამოს 21:00 საათზე გადის ონლაინ?!  

ესენი არიან მედიამაუწყებელ ExclusiveTV-ის გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე (პულია); იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნინა მამუკაძე (ტოსკანა); ჟურნალისტები: მაკა ხაჩოშვილი (კამპანია), დოდო ბრატულიჩი (ლაციო), ნონა გედენიძე (ემილია-რომანია), ანუკა ღონღაძე (ლომბარდია), ნანა კაკოჩაშვილი (პულია), ქეთა სორდინი ჯაფარიძე (ტოსკანა).

გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები უფრო ახლოს გაგაცნოთ. ამისთვის პატარა „ექსპერიმენტი“ ჩავატარეთ... იტალიის ბიუროს ყველა ჟურნალისტმა დასვა სამი შეკითხვა, შემდეგ ეს შეკითხვები შეიკრიბა და თითოეულმა ჟურნალისტმა აღნიშნულ შეკითვებს პასუხი გასცა. მივიღეთ რვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ერთმანეთზე საინტერესო ინტერვიუ, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად, მედიამაუწყებლის კამპანიის წარმომადგენელს, მაკა ხაჩოშვილს გაგაცნობთ.

მაკა ხაჩოშვილი: დავიბადე და გავიზარდე თელავის რაიონის სოფელ ართანაში. ვისწავლე თელავის ი. გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. შემდეგ წავედი გერმანიაში სასწავლო პროგრამით და გერმანიიდან აღმოვჩნდი იტალიაში, ასევე სწავლის გაგრძელების სურვილით. ვისწავლე იტალიური ენა და დავეუფლე მედიატორის სპეციალობას. ჩემი დიდი ინტერესის და ჰობიდან გამომდინარე  გავიარე ასევე ფოტოგრაფიის კურსები. ამჟამად ვმუშაობ იტალიის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში - პრეფექტურა, სასამართლო, პროკურატურა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც მედიატორი და თარჯიმანი. ვარ ასევე ExclusiveTV-ის წარმომადგენელი კამპანიის რეგიონში.

- რა შეცვალა და რა ვერ/არ შეცვალა შენში ემიგრაციამ?

- შეცვალა ის, რომ მეტად დამოუკიდებელი და პრაგმატული გავხდი. ვერ შეცვალა, ალბათ ჩემი მსოფლმხედველობა.

- თავიდან რომ გიწევდეს არჩევანის გაკეთება, მიგრაციისთვის აირჩევდი ისევ იტალიას?

- ალბათ, კი!

- დაგეხმარა თუ არა ჩვენი ერთობლივი საქმის კეთება და ჟურნალისტის სტატუსი გამხდარიყავი კიდევ უფრო თავდაჯერებული და თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- ExclusiveTV-თან მუშაობით ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მისი წყალობით, პირველ რიგში სასწაული გუნდი და არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი შევიძინე იტალიაში. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩემთვის.

- არის რაიმე განსაკუთრებული თემა, რის გაშუქებაზეც გიფიქრია და როგორ გააშუქებდი?

- ადრე ყოველთვის მინდოდა გადმომეცა ემიგრანტი და იტალიელი ქალების ცხოვრება ფოტორეპორტაჟით. ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობ ეს იდეა, არაჩვეულებრივი იქნება ვიდეორეპორტაჟითაც განვახორციელო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის და იმედია აუცილებლად განვახორციელებ.

- როგორც ემიგრაციაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელსაც აინტერესებს რა ხდება საქართველოში, რომელ მედიას შეიძლება ვენდოთ?

- მე მაინც იმედს ვიტოვებ და ნდობას ვუცხადებ საერთოდ მედიას საქართველოში. შეიძლება ვინმეს მედიოკრედ მოეჩვენოს ჩემი პოზიცია მაგრამ ვფიქრობ, არც ერთ მედიას არ სურს ჩვენი ქვეყნის ცუდი მომავალი, ალტ-ინფოს თუ თუ არ ჩავთვლით.

- უცხო მიწაზე თუ ახერხებ აკეთო ქართული საქმე, ან თუ გსურს რომ აკეთო (ჩვენი ერთობლივი საქმის გარდა)?

- ამ საქმეს უკვე მრავალი წელია ვაკეთებ, აგერ ახლა უკვე თქვენთან ერთადაც.

- როგორ რეაგირებთ და პასუხობთ ინტერნეტში ტროლებს და ბოტებს?

- აღარ ვპასუხობ!

- რა არის ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება?

- სრულყოფილი? თუ ამაზე ვინმეს პასუხი ექნება დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებდი, მაგრამ საბედნიეროდ სრულყოფილი არაფერი არ არსებობს. მასე ხომ ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. უბრალოდ, ქალის  გარკვეული ბედნიერებისთვის მაინც ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც მატერიალურად, ასევე ემოციური თვალსაზრისით. საკუთარი თავის მიმღებლობას  და თვითშეფასებას ვგულისხმობ.

- რით ჰგვანან, ან განსხვავდებიან ქართველი და იტალიელი მამაკაცები ერთმანეთისგან?

- ქართველი კაცები მაინც მასკულინურები არიან, მაგრამ ძლიერი ხასიათითაც გამოირჩევიან იტალიელი მამაკაცებისგან. იტალიელი მამაკაცები ვფიქრობ უფრო რომანტიკულები არიან.

- რა გაღიზიანებს ადამიანებში?

- მაღიზიანებენ სნობები, უზრდელები და უმადურები.

- პიროვნების ყოვლისმომცველი და შინაგანი ჰარმონიისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური გზავნილი რა არის?

- ისევ საკუთარი თავის მიმღებლობა და პატივისცემა.

- ერთი რამ, რასაც შეცვლიდი იტალიურ და ქართულ ტრადიციებში…

- ქართული ტრადიციებიდან - ქელეხს, მიცვალებულზე ღრეობას. ეს არის ყველაზე საშინელი ტრადიცია.  

იტალიური ტრადიციებიდან ალბათ ქორწილში თანხის ჩუქებას, "ბუსტას". ასე მოჭრილ თანხებს, რომ ჩუქნიან, იქნებ ვიღაცას არ აქვს შესაძლებლობა...

- ერთი ყველაზე საინტერესო და კურიოზული დღე იტალიაში...

- ერთხელ იტალიელს იაპონელი ვეგონე, მაკა იაპონური სახელიაო მიმტკიცებდა. ვგავარ იაპონელს?

- რა გეზარებათ და რა არა, ყოველდღიურობაში?

- მეზარება დილით სამსახურში, რომ გავრბივარ ლოგინის ალაგება, არასდროს დამეზარება და ეს ჩემი დღის წესია - დედაჩემის მოკითხვა.

- რა გენატრებათ და გაკლიათ ქართული, უცებ ყველაზე მეტად რას ისურვებდით?

- ჩემი ოჯახი, ახლობლები, მეგობრები მენატრება და ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794302109

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794300675

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...

შალვა პაპუაშვილი

1794300398

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...

შალვა პაპუაშვილი

1794299517

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...

„არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია

1794299184

ახალი ამბები

პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა