36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი დამნაშავედ ცნეს

დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ ცნეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით,  36 წლის სამი შვილის დედამ კლინიკას ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი ოპერაციისთვის მიაკითხა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. სწორედ ამან შეუქმნა პაციენტს რესპირატორული პრობლემები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ბრალდებულმა, დახმარების თხოვნის ნაცვლად, 36 წლის ქალის გვამი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო. სწორედ იქ იპოვეს გვამი რამდენიმე დღის შემდეგ.

ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ შემთხვევა ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა იყო.

„ეს იყო ტრაგიკული სამედიცინო შეცდომა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. არ მქონია მისი მოკვლის განზრახვა. არ მქონია განზრახვა, რომ რაიმე ზიანი მიმეყენებინა დიანასთვის, მით უმეტეს, მომეკლა“,- თქვა ბრალდებულმა ქირურგმა.

36 წლის დაღუპული ქალის ოჯახი  ბრალდებულის განცხადებას -  რომ ეს სამედიცინო შეცდომა იყო,  არ იზიარებს.

ოჯახის ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე ცალსახად აცხადებენ, რომ ეს იყო დაგეგმილი, განზრახ მკვლელობა.

“როცა ჩემი მეუღლე მოკლეს, სამივე ბავშვი არასრულწლოვანი იყო. ოჯახის მოსაზრება შემდეგია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ფაქტები და დოკუმენტები სწორედ ამაზე მიუთითებს. მას გაუკეთეს წამლები, რომლებიც არ კეთდება ასეთი ოპერაციის შემთხვევაში, შემდეგ კი შეიყვანეს იქ, სადაც არცერთ შემთხვევაში არ გადაჰყავთ პაციენტი”, - ამბობდა დიანას მეუღლე პროცესზე.

თესალონიკის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გარდაცვლილის ოჯახისთვის, 700 000 ევროს კომპენსაცია დააწესა.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ფოტო-პროექტის „ქართველი ქალები, კავკასიის მარგალიტები“ ერთ-ერთი ქალი გავხდი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵 Amnesty International: რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც მარტში მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა

🔵 სტუდენტები, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი

1715965210

საზოგადოება

„750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა... ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველო“ - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელო...

ნიკოლოზ მეტრეველი

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი

1715963062

ახალი ამბები

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზ...

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი