სასწაული კეფალონიაში - ღვთისმშობლის ხატს გველები წელსაც ეწვივნენ

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულამდე, რამდენიმე დღით ადრე, საბერძნეთის  კუნძულ კეფალონიაში, სასწაულებრივი გველები კვლავ გამოჩნდნენ.  

ადგილობრივი გამოცემის -  Kefaloniapress- ის თანახმად, მარკოპულოში, ღვთისმშობლის  ტაძარში პირველი "ღვთისმშობლის" გველი  ორშაბათს საღამოს გამოჩნდა.  

"წელს სამი, საკმაოდ დიდი ზომის გველი - ეწვია ეკლესიას,  რაც ძალიან კარგის ნიშანია"- აღნიშნა ERT- ის ჟურნალისტთან საუბრისას მარკოპულოს ღვთისმშობლის მიძინების წმინდა ეკლესიის მოძღვარმა, მამა პეტროსმა.

ქვეწარმავლები მარკოპულოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 1200 წლიდან, თითქმის, ყოველწლიურად ჩნდებიან.

გადმოცემის თანახმად,1200 წელს, ამ ადგილზე მდებარე  მონასტერს მეკობრეები მიადგნენ  დასაპყრობად. იმ დროს, როდესაც მეკობრეები მზად იყვნენ მონასტერში შეჭრისთვის, შეშინებულმა მონაზვნებმა, დახმარება ღვთისმშობლის ხატს შესთხოვეს.

მოულოდნელად, მათ ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც დაამშვიდა ისინი და უთხრა, რომ არაფრის შეშინებოდათ, რის შემდეგაც სამრეკლოდან ათასობით გველი გამოვიდა, რამაც ძალიან შეაშინა მეკობრეები და ისინი გაიქცნენ.

მამა პეტროსმა  ასევე აღნიშნა, რომ გველებს თავსა და ენაზე  ჯვარი აქვთ გამოსახული და შეხებისას "აბრეშუმივით თბილი და რბილი არიან".

მისივე გადმოცემით, გველები ტაძარში არ გამოჩენილან ორივე მსოფლიო ომის დროს, ასევე 1953 წელს კეფალონიაში მომხდარი დიდი მიწისძვრის და კიდევ იმ წლებში, როდესაც კეფალონიას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. ამგვარად, მოსახლეობამ იცის, რომ თუკი გველები არ გამოჩნდნენ,  იმ წელს დიდ განსაცდელს უნდა ელოდნენ.

2020 წელს, ტაძარს მხოლოდ ორი მცირე ზომის გველი ეწვია.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს,  მთებიდან ჩამოსული შხამიან გველები, ღვთისმშობლის ხატისკენ მიისწრაფვიან და მასზე შემოხვეულნი უსმენენ მარიამობის ღვთისმსახურებას.

ტაძარში შესული გველები სრულიად უვნებელნი ხდებიან. მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ და ეფერებიან ხოლმე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714641933

ახალი ამბები

„სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“ - ბესარიონ გუგუშვილი

„ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა ასეთი იყო, სახელმწიფოს შიგნით ვერავინ ვერ უნდა ერეოდეს. მით უმეტეს, სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმეში გარე ძალები ვერ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა დამოუკიდებელი საქართველო...

ბესარიონ გუგუშვილი

1714641667

საზოგადოება

ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დღეს, 13:00 საათთიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზეა შესაძლებელი. რა არის საჭირო პორტალზე შესასვლელად? პორტა...

ევრო 2024

1714637521

საზოგადოება

„ადამიანისთვის არაფერი ღირებული აღარ არსებობს სამყაროში... სად არის სამშობლო, მეგობრობა, სიყვარული?“ - თეოდორე გიგნაძე

„ადამიანისთვის არაფერი ღირებული აღარ არსებობს სამყაროში, მშობლის პატივისცემა, უფროსების პატივისცემა, ავტორიტეტების პატივისცემა. არანაირი ზნეობრივი ნორმების დაცვა, ქალწულობა, ოჯახის ერთგულება, ცოლქმრულ...

თეოდორე გიგნაძე

1714636525

სოციალური მედია

„ნანუკამ 177 ათასი მაქვსო და სულ ესაა, რაც ამ ბავშვებს უყიდეთ ხალხის ფულით...ორი ბოთლი წყალი და სამი შოკოლადი?!“ - ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმაურება. იგი აქციაზე  გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ფოტოგრაფი მარი ნაკანი ვიდეოს აქვეყნ...

ნაკანი, ჟორჟოლიანი და ბერიძე

1714636041

საზოგადოება

„ჩემმა უმცროსმა ძმამ გამომიშვა უკან და უცებ მესმის ტირილი, ღრიალი, ყვირილი“ - ჯემალ სეფიაშვილი კლინიკური სიკვდილის დღეს იხსენებს

„გავიგე, ალერგოლოგმა უთხრა ჩემს ცოლს კვდება და ვერაფერს ვშველითო, ამის გაგების შემდეგ ძირს დავვარდი. ყველაფერი დავინახე, სხეულს ვერ ვხედავდი. გავიარე სიბნელე, დავინახე ვარსკვლავი, რომელსაც ცეცხლი ეკიდ...

ააა