2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ასტროლოგ მარიამ შუკაკიძისგან - „ტრანსფორმაციულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ეს არის გარდამავალი პერიოდი, როცა კაცობრიობამ მიაღწია პიკს“

„6 დეკემბრიდან 26 თებერვლის ჩათვლით მარსი იქნება რეტროგრადული ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ეს მდებარეობა საკმაოდ ცეცხლოვანია, რის გამოც აგრესიული პერიოდი იქნება. დაიძაბება სიტუაცია, აგრესია გახდება უკონტროლო“, - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ „იუთუბის“ არხზე ისაუბრა და საზოგადოებას 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი გაუზიარა.

როგორც იგი აღნიშნავს მსოფლიოში მოსალოდნელია ომები, კატაკლიზმები, არეულობები და რევოლუციები.

ასტროლოგის თქმით, გველის წელი ჭკვიან და ბრძენ ადამიანებს დააფასებს. 

„შუმანის ტალღები დედამიწის გამოსხივებაა, ენერგეტიკული სიხშირე. ჩვენი დედამიწის სიხშირე ახლა იცვლება, ავარდა ეს ტალღები. ამას გავლენა აქვს ადამიანების ფსიქიკაზე, ჩვენს სულზე. ყველას ფსიქიკა ვერ გაუძლებს იმ ენერგიებს, რაც ახალი წლიდან შემოვა.

ვისურვებ მშვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია. ხალხის გამოღვიძება მსგავს ტრაგიკულ მომენტებში ხდება, ამიტომ ესეც საჭიროა.

შემდეგი წლიდან შეიცვლება უამრავი რამ ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც.  2025 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი, რთული და გარდამტეხი იქნება. საინტერესო, მაგრამ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მსოფლიო გადაიხრება უფრო მეტი ადამიანურობისკენ, მოსალოდნელია გაერთიანებები.

ლოკალურად უკვე მიდის აჯანყებები, ხალხის გაერთიანება. მსოფლიო გადატრიალდება, ყველაფერი შეიცვლება, იმედი მაქვს უკეთესობისკენ. თუ გგონიათ ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ აქაა და აქ იქნება, არა მეგობრებო, ეს ასე არ არის. შემდეგი წლიდან უფრო მეტ ქვეყანაში იქნება პროტესტები, აქციები. პლუტონი ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს.

მთავარი ფერი 2025 წლის არის მწვანე, გველის წელი და ნუმეროლოგიურად რომ დავშალოთ გამოდის ციფრი 9.  ეს რიცხვი იმართება მარსით, მარსი კი ბრძოლაა, აგრესიაა და ომია. ეს რიცხვი ასრულებს ციკლს, ანუ ეს წელი იქნება დასრულების წელი. შემდეგი წელი შეგვამზადებს იმისთვის, რომ შევაბიჯოთ ახალ ეპოქაში, სადაც ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე. გველოდება დიდი გამოწვევები მთელს კაცობრიობას. გველი არის სიბრძნის და ცოდნის სიმბოლო, ამავდროულად სულიერი გამოღვიძების და გარდაცვალების წელიცაა.

მოსალოდნელია მსოფლიოში გაჩაღდეს ომები, პლანეტაზე არ იქნება მშვიდობა.

უკვე არსებული ომებიდან შეიძლება გველმა გამოსავალი მოიტანოს, ამიტომ მოსალოდნელია დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, არის შანსი გაიყონ ტერიტორიები და დასრულდეს. დაფასდებიან უფრო ჭკვიანი და ბრძენი ადამიანები, რადგან გველს უყვარს ასეთი ხალხი, თავადაც სიბრძნის სიმბოლოა.

იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, ნუ მოექცევით გავლენების ქვეშ. იქნება საკმაოდ საინტერესო წელი, როცა ადამიანებს მოუწევთ თვით გადარჩენისთვის, დამკვიდრებისთვის ბრძოლა! მოსალოდნელია კატასტროფები და კატაკლიზმები.

თუ 2024 რთულად გეჩვენებათ, გეტყვით, რომ 2025 წელი უფრო რთული იქნება. გირჩევთ, უფრო ბრძნულად გაიაროთ გველის ენერგიები. ბევრისთვის ეს უფრო მეტად გაძლიერების, გამართლების წელი იქნება. ბევრის ფსიქიკა ვერ გაუძლებს, რის გამოც მენტალური დაავადებები გაიზრდება.

ტრანსფორმაციულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ეს არის გარდამავალი პერიოდი, როცა კაცობრიობამ მიაღწია პიკს, რის გამოც სულიერების განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. ვართ დუალისტურ მატრიცაში, სადაც ორი გზაა მხოლოდ, განადგურების ან სულიერი განვითარების!“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734878231

საზოგადოება

„ისტორია მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ, ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში აზიარებს ზვიად გამსახურდიას ვიდეოს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ქართველ ხალხს წაართვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება და თავს მოახვიეს...

გამსახურდია

1734872490

საზოგადოება

მეუფე შიო: როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, მაგრამ შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება

„როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა...

ლლლ

1734868440

სოციალური მედია

„არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს!“ - ზურა ხაჩიძე

ქუთაისში გამართულ კონცერტს, სადაც „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურა კონცერტზე დასწრებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს საღამ...

 ზურა ხაჩიძე

1734862849

სოციალური მედია

„ვუსამძიმრებ სამაშველო სამსახურს და მის ოჯახს... მაშველი გმირია “ - რას წერს ზურა ხაჩიძე?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე...

ააა

1734858640

საზოგადოება

„დედას უთხრეს, რომ ბავშვი სანიტარს გაუვარდა ხელიდან და გარდაიცვალა“ - როგორ იპოვა დედა-შვილმა ერთმანეთი 52 წლის შემდეგ?

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

 თამუნა მუსერიძე