26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ძალების მოზღვავებას და ყველაფრის დროულად მოსწრების სურვილს გრძნობთ. შრომისმოყვარეობა და თავდაჯერება დაგეხმარებათ, მიზანს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ცოტა იეშმაკოთ. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.

კურო

სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ, რაც რეალობის აღქმაში ხელს გიშლით. თქვენი მოტყუება ძალიან ადვილია, თუმცა თავს თავადაც სიამოვნებით იტყუებთ. სიმართლის ძიება, იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გადახედოთ. შესაძლოა, ვიღაც თქვენი კეთილგანწყობით სარგებლობს.

ტყუპები

მოგიწევთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს, თუმცა ჯერ ამას ვერ აცნობიერებთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნით. პროფესიულ საკითხებში უმჯობესია ენდოთ გამოცდილ სპეციალისტს ენდოთ, ვიდრე დამწყებ თვითმარქვიას.

კირჩხიბი

გრძნობთ, რომ მუშაობის სურვილი თანდათან გაგიქრათ. ნუ ინერვიულებთ, მიეცით საკუთარ თავს სიზარმაცის უფლება, დაწექით დივანზე და ის აკეთეთ, რაც გსურთ. შესანიშნავი დროა თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან შესახვედრად ან ურთიერთობის გასაგრძელებლად. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს.

ლომი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია სისუსტე და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ეცადეთ, პრობლემებს ზედმეტი ემოციების გარეშე შეხვდეთ, მით უმეტეს, რომ სიტუაციის გამოსწორებას მალე შეძლებთ.

ქალწული

მთელ დღეს ეჭვებსა და ვარაუდებში გაატარებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლოა, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ნურავის შეაფასებთ ან გააკრიტიკებთ, თუ არ გინდათ, რომ ახალი მტერი შეიძინოთ. ოჯახური პრობლემების გადაჭრას ყველაზე კარგად შუადღისას შეძლებთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის გამოყენება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ ნათესავისა ან საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიახლეები მიიღოთ. გირჩევთ, დღის უმეტესი ნაწილი საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმოთ.

მორიელი

მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. დავალების შესრულებისთვის იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/26-ivnisis-astrologiuri-prognozi-4240

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719584747

ახალი ამბები

ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ქობულეთში, საშაურმეში „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,აჭარის...

შაურმაშაურმა

1719583786

ახალი ამბები

„მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს“ - მამუკა მდინარაძე

„კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულე...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1719580199

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8101 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1719578542

სოციალური მედია

„ვამაყობ ჩვენი ვარსკვლავ ფეხბურთელებით, ვულოცავ ყველა ქართველს“ - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი?

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრების წარმატების შესახებ წერს. როგორც იგი წერს, ამაყია ქართველი ფეხბურთელით.  „ძალიან ვამაყობ ჩვენი...

 ნიკოლოზ ბასილაშვილი

1719576162

საზოგადოება

ქობულეთში მომხდარ ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის  შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ....

პოლიცია, ლენტი, პატრული